აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლე ჟენია მოსიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის III ადგილის მფლობელია
27-09-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.
ერთ-ერთმა მათგანმა ჟენია მოსიძემ ახალციხის მუნიციპალიტეტის „ეტალონის“ დისტანციურ კონკურსში III ადგილი დაიკავა.
„აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: ჟენია მოსიძემ, ნინი დვალიშვილმა, ელენე გოგოლაძემ და სხვებმა წარმატებით იასპარეზეს ეროვნულ ინტელექტუალურ ჩემპიონატ „ეტალონში“. ვულოცავთ მათ. განსაკუთრებით კი ჟენია მოსიძეს, რომელმაც მესამე საპატიო ადგილი დაიკავა. ვუსურვებთ წარმატებებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია