მარნეულის N2 საჯარო სკოლაში აფხაზეთზე ფილმს იღებენ
27-09-2021
მარნეულის N2 საჯარო სკოლაში აფხაზეთზე ფილმს თვითმმართველობა და მისი პრეზიდენტი იღებენ.
სკოლის დირექტორი შორენა ხუხუა მადლობას უხდის კულტურის სახლს მხარდაჭერისათვის. დირექტორი ფილმის გადაღების პროცესის ერთ-ერთ ეპიზოდსაც აღგვიწერს.
„ონლაინ სწავლების დროს მოგვიახლოვდა 27 სექტემბერი. ჩვენი თვითმმართველობა და მისი პრეზიდენტი მოწოდების სიმაღლეზეა. იღებენ ფილმს აფხაზეთზე. დიდი მადლობა კულტურის სახლს მხარდაჭერისთვის. თემო სუყაშვილს თავდაუზოგავი შრომისთვის. სცენარი არ წაგვაკითხეს. ლიტერატურის კლუბმა და თვითმმართველობის წევრებმა დაწერეს. სიურპრიზიო,- მოითხოვეს. ერთ ეპიზოდში გვათამაშეს, რომელიღაც სცენის გადასაღებად მძღოლებად გვიხმეს. მადლობა ნიჯათს ალი ბაბუას ჯიპით გვერდში დგომისთვის. თემოს მანქანა ტალახს ვერ გასცდა. მეორე სკოლა სიყვარულის, პატრიოტების და თავისუფლების ადგილია. ჩვენთან შეუძლია მეთერთმეტეკლასელს დირექტორს მისწეროს: - მას, ხვალ გრძელი კაბა ჩაიცვით და ორ საათზე კულუტურის სახლში მოდი“,- წერს სკოლის დირექტორი შორენა ხუხუა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს