ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ ინგლისური ენის საამაყო მასწავლებელს - ანა გაბაიძეს გვაცნობს
27-09-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალი ინგლისური ენის პედაგოგ ანა გაბაიძეს გვაცნობს. 

ანა გაბაიძე „პროგრესის“ გუნდს 2017 წელს შეუერთდა. მას უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს. სკოლა მას დადებითად ახასიათებს და ბედნიერებას უსურვებს.

„დროა გაგაცნოთ ჩვენი სკოლის კიდევ ერთი საამაყო ინგლისური ენის პედაგოგი, უფროსი მასწავლებელი - ანა გაბაიძე.
2000-2004 წლებში სწავლობდა ქ.ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე" ინგლისურის ენის სპეციალობით;
აქვს 8-წლიანი გამოცდილება ტურიზმის სფეროში. წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა მაღალი რანგის სტუმარ-მასპინძლობის ობიექტებში; 
ჩვენ გუნდს 2017 წელს შემოუერთდა და მას შემდეგ წარმატებულად უძღვება თავის საგანს.
კოლეგები ახასიათებენ, როგორც მეგობრულ და სიახლეების მოყვარულ პიროვნებას; 
მოსწავლეები მზრუნველ და კომპეტენტურ პედაგოგად თვლიან. 
მისთვის ერთი სიამოვნებაა სამსახურში მისვლა, თანამშრომლებთან და მოსწავლეებთან შეხვედრა
ძალიან უყვარს „პროგრესი“ და „პროგრესელები“.
ამიტომაც თვლის, რომ მისი თითოეული მოსწავლის წარმატება, მისი და სკოლა პროგრესის წარმატებებაა.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ბედნიერება და ბევრი სიკეთე ვუსურვოთ ანა მასწავლებელს!“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203