
ამერიკული საერთაშორისო სკოლა - კოლეჯი „პროგრესი“ არაფორმალური განათლების აქტიური მხარდამჭერია. სკოლაში 23 სექტემბერს მოსწავლეებისთვის ჩატარდა შეხვედრა, რომლის ფარგლებში სხვადასხვა საგანმანათლებლო კლუბის მენეჯერებმა არსებული კლუბების პრეზენტაციები გამართეს.
„არაფორმალური განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენს სკოლაში, რის განვითარებაზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ. 23 სექტემბერს ჩატარდა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც კლუბის მენეჯერებმა გააკეთეს არსებული კლუბების პრეზენტაციები მოსწავლეებთან. ინტელექტუალური კლუბი რა? სად? როდის? III-VI კლასელებისთვის; ინტელექტუალური კლუბი რა? სად? როდის? VII-XII კლასელებისთვის. კლუბი ხელს უწყობს: ინტელექტუალური დონის ამაღლებას; წიგნიერებისა და ცოდნის წახალისებას; მოსწავლეების მოტივირებასა და ნიჭიერთა წარმოჩენას; მოსწავლეების ერთმანეთთან დაახლოვებას; ინტელექტუალური განვითარების პროპაგანდას; მოსწავლეების თვითრეალიზაციის ხელისშეწყობას; კონცენტრირების, სისხარტის, ლიდერობის, გუნდური მუშაობის, გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარების განვითარებას; დებატების კლუბი VII-XII კლასელებისთვის. კლუბი ხელს უწყობს: არგუმენტირებული კამათის კულტურას, კრიტიკულ აზროვნებას,სასაუბრო დროის რაციონალურად გამოყენებისა და საჭირო მასალებისა თუ ინფორმაციის მოძიების უნარებს; მედია კლუბი, კლუბი ხელს უწყობს: წერითი უნარების გაუმჯობესებას; ვიდეო-აუდიო მასალების შექმნის უნარების გაუმჯობესებას; დროის მენეჯმენტის, დაგეგმვის, თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის უნარების გაუმჯობესებას. გაცნობებთ, რომ კლუბებში რეგისტრაცია მიმდინარეობს 29 სექტემბრის ჩათვლით“, - აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტო: