ყარაჯალის საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგებს და მოსწავლეებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადაეცათ
27-09-2021

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში ევროპის სპორტის კვირეულის და 2022 წლის სასკოლო ოლიმპიადის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში, სპორტის პედაგოგებს: ალიკა ჯანდიერს და ვაჰით აბდულაევს, ასევე ფრენბურთისა და ფეხბურთის ჯგუფის წევრებს სპორტის ფედერაციის წარმომადგენელმა საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა.

„ევროპის სპორტის კვირეულის და 2022 წლის სასკოლო ოლიმპიადის გახსნას მიეძღვნა ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში. სპორტის პედაგოგებს: ალიკა ჯანდიერს და ვაჰით აბდულაევს, ასევე ფრენბურთისა და ფეხბურთის ჯგუფის გოგონებს და ბიჭებს  სპორტის ფედერაციის წარმომადგენელმა ქეთი გაიპარაშვილმა საჩუქრად გადასცა ბურთები და მაისურები. დღემ საინტერესოდ, სახალისოდ ჩაიარა. სკოლის დირექტორმა მიულოცა სპორტის კვირეული და ოლიმპიადის გახსნა ყველას და მადლობა გადაუხადა სპორტის ფედერაციას, მის ადგილობრივ ხელმძღვანელობას ბატონ სოსო იაგორაშვილს, ქალბატონ ქეთი გაიპარაშვილს საჩუქრებისთვის, ყურადღებისა და თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203