ბათუმის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს ოქროს დიპლომები მოიპოვეს
27-09-2021
ბათუმის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი. 

მოსწავლეები შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან. 

სკოლის მოსწავლეებმა - ლიზა ზოიძემ (მე-3 კლასი), ნატა შარაშიძემ (მე-2 კლასი), მათე აფხაზაშვილმა (მე-2 კლასი) და სანდრო აბკარიანმა (მე-2 კლასი)  izrune.ge-ს სექტემბრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს. მოსწავლეებმა ოქროს დიპლომები დაიმსახურეს. 

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203