ჯვარის N1 სკოლის მოსწავლე ნოდარ ქანთარიამ საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში საინტერესო ვიდეორგოლი მოამზადა
27-09-2021

ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N1 საჯარო სკოლა მე-8 კლასის მოსწავლე ნოდარ ქანთარიამ ასახელა. მოსწავლემ გოეთეს საგანმანათლებლო პროექტში - „იუნიორ ონლაინ უნივერსიტეტი“ მონაწილეობა მიიღო და საინტერესო ვიდეორგოლი მოამზადა. 

მოსწავლის წარმატებაში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის მის პედაგოგს მაიკო უბილავას.     

„გოეთეს საგანმანათლებლო პროექტი „იუნიორ ონლაინ უნივერსიტეტი“ Goethe Institut Tbillisi CALLIOPE CODING CUP! მადლობას უხდის ლუდოვიკო ჭანტურიას ჯვარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეს ნოდარ ქანთარიას პროექტში მონაწილეობისთვის, საინტერესო ვიდეორგოლის შექმნისთვის და მას მრავალფეროვანი საჩუქრით აჯილდოვებს. ამავე სკოლის სახელით უღრმესი მადლობა თბილისის გოეთეს ინსტიტუტს“, - აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203