კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით კიევს ესტუმრნენ
29-01-2018
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით უკრაინის დედაქალაქ კიევს ესტუმრნენ.
15-19 იანვარს, ქალაქ კიევში, პროექტის - „აგრარული დარგის სპეციალისტებისათვის კვების ტექნოლოგიების უნარების განვითარება ლაბორატორიულ პრაქტიკაში (აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი)“ ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ხუთდღიან სამუშაო შეხვედრას პარტნიორი ქვეყნების ყველა წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან პროექტის კოორდინატორი თამარ ინასარიძე, ლექტორები/ტრენერები დავით თამარაშვილი და ეკატერინე აბაშიძე.
აღნიშნული შეხვედრა გაიმართა აგრარული განათლების სამეცნიერო და მეთოდოლოგიურ ცენტრში „აგროოსვიტა“.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა Erasmus+2017 წლის საგრანტო კონკურსის შედეგების მიხედვით, ინსტიტუციური თანამშრომლობის (CBHE/ex-თემპუს) ფარგლებში, საგრანტო დაფინანსება მოიპოვა.
რაც შეეხება პროექტს - „აგრარული დარგის სპეციალისტებისათვის კვების ტექნოლოგიების უნარების განვითარება ლაბორატორიულ პრაქტიკაში (აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი)“, ძალაში 2017 წლის 14 ნოემბრიდან შევიდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს