თბილისის N133 სკოლის მეექვსეკლასელი, აკრობატული ტანმოვარჯიშე მარიამ ინაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
თბილისის N133 საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე მარიამ ინაძე აკრობატულ ტანმოვარჯიშეთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალშია.
ასპარეზობა იტალიის ქალაქ პეზაროში იმართება. აღსანიშნავია, რომ მარიამი ზაფხულში საქართველოს ჩემპიონი გახდა.
სკოლა ულოცავს მოსწავლეს ამ დიდ წარმატებას და მუდმივ წინსვლასა და განვითარებას უსურვებს.
„ჩვენო ძვირფასო ასოცდამეცამეტელებო! გვინდა ერთი სასიხარულო ამბავი გაგიზიაროთ.
ჩვენი სკოლის VIდ კლასის მოსწავლე მარიამ ინაძე აკრობატულ ტანმოვარჯიშეთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალშია! ასპარეზობა იტალიის ქალაქ პეზაროში ხვალ იმართება, წარმატება ვუსურვოთ ჩვენს გამორჩეულ გოგონას, რომელიც ზაფხულში საქართველოს ჩემპიონი უკვე გახდა. მარიამი სკოლაშიც წარჩინებული მოსწავლეა და ამჯერად სკოლა ამაყობს მისი სპორტული მიღწევებით. ველოდებით ხვალინდელ გამარჯვებას ჩვენო საყვარელო მარიამო“,- წერის სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.