ჟახუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ბრწყინვალე წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
28-09-2021
ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის „ეტალონის“ დისტანციურ კონკურსში - სოლომონ ონიანმა (მე-10 კლასი) და მარიამ ონიანმა (მე-9 კლასი) პირველი და მეორე ადგილები გადაინაწილეს. მეათეკლასელი სოლომონ ონიანი „ლენტეხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ატარებს. 2021 წლის „ლენტეხის ეტალონი მოსწავლე“ 24 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ლენტეხის დისტანციური კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ლენტეხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ლენტეხელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია