დედოფლისწყაროს N2 სკოლის პედაგოგმა, გელა დავითაშვილმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
27-09-2021
დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელმა გელა დავითაშვილმა მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდა წარმატებით ჩააბარა და სტატუსი აიმაღლა.
მან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოპოვა.
სკოლა ულოცავს პედაგოგს წარმატებას და კარიერულს წინსვლას უსურვებს.
„ჩვენი სკოლის სპორტის მასწავლებელი გელა დავითაშვილი უფროსი მასწავლებელი გახდა. მან დიდი შრომითა და მიზანდასახულობით მოახერხა, დაუფლებოდა მასწავლებლის პროფესიას, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობითა და ერთგულებით ეკიდება .მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და კვლავაც წინსვლას.“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია