ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის 3 მოსწავლე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ II ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში მოხვდა
27-09-2021
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში „ეტალონი“ წარმატებას მიაღწიეს. სკოლის 3 მოსწავლე დედოფლისწყაროს დისტანციური ინტელექტ-ჩემპიონატის II ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში მოხვდა. 

სკოლა ულოცავს მათ ამ დიდ წარმატებას და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.

სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე, ანა ჯამასპიშვილი რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს. მე-4 ადგილიც ზემო მაჩხაანის  საჯარო სკოლის მოსწავლეს ნიკოლოზ იაკობიშვილს ერგო. მე-9 ადგილზე კი ირაკლი მაძღარაშვილი გავიდა. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203