მარნეულის N1 საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა
მარნეულის N1 საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა. სკოლას ასევე გამოცდილი და პროფესიონალი ექიმიც ეყოლება, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობაზე იზრუნებს.
„ძვირფასო მშობლებო და ჩვენი სკოლის გულშემატკივრებო, სიხარულით გაცნობებთ, რომ მარნეულის N1 საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა და ასევე სკოლაში გვყავს შესაბამისი გამოცდილების ექიმი. მთელი სკოლის სახელით მადლობას ვუხდით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მასთან ერთად საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერისთვის“ - ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები: