დარკვეთის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის 28 წლისთავს პროექტი მიეძღვნა
27-09-2021
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლამ დირექტორის დარიკო ხვედელიძის ხელმძღვანელობით სოხუმის დაცემის 28 წლისთავს პროექტი მიუძღვნა.
27 სექტემბერი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. შეიარაღებულ დაპირისპირებაში 30 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო 300 ათასზე მეტი დევნილად იქცა.
ჩვენი ქვეყნის უმძიმეს თარიღს ვიდეორგოლი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ ქეთევან გოგოლაძემ მიუძღვნა, სადაც დეტალურად არის აღწერილი ომის მიმდინარეობა და ასევე, შეიარაღებულ დაპირისპირებაში ადგილობრივი გმირის ნუგზარ ბაქრაძის ტრაგიკული ისტორია.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია