დედოფლისწყაროს N1 სკოლის ოთხი მოსწავლე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ II ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში მოხვდა
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.
დედოფლისწყაროს დისტანციური ინტელექტ-ჩემპიონატის II ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში სკოლის ოთხი მოსწავლე მოხვდა.
რეიტინგში მეორე ადგილს გიორგი ღვედაშვილი იკავებს. მარიამ ყოჩიაშვილი მეხუთე ადგილზე გავიდა, ნიკოლოზ სამუკაშვილმა მეშვიდე, ხოლო გიგა ლაპიაშვილმა მეათე ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „დედოფლისწყაროს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა დედოფლისწყაროელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტო: