ზესტაფონის N6 საჯარო სკოლა პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინვენტარით აღიჭურვა
27-09-2021
ზესტაფონის N6 საჯარო სკოლაში პირველადი დახმარებისათვის საჭირო ინვენტარი მოიმარაგეს.
ასე სკოლაში სასწავლო გარემო ბევრად უფრო უსაფრთხო იქნება. სკოლა მოწოდებული ნივთებისთვის ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და საგანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მადლობას უხდის.
„განახლებულ გარემოში ვიწყებთ 2021-2022 სასწავლო წელს, მოუთმენლად ველოდებით მოსწავლეების ჟრამულს, ერთმანეთის ნახვით გაბრწყინებულ თვალებს. მივიღეთ პირველადი დახმარებისათვის საჭირო ინვენტარის სრული პაკეტი, რისთვისაც მადლობას ვუხდით ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და საგანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს