სტატუსის დანამატი თვის ბოლომდე დაირიცხება - განათლების სამინისტოს განმარტება
27-09-2021

სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო და ახლა, ყველა მოუთმენლად ელის 4 ოქტომბერს, როდესაც წესით როგორც პირველკლასელები, ისე დანარჩენი მოსწავლეები, მშობლიური სკოლის კედლებს უნდა დაუბრუნდნენ. ამასობაში კი პედაგოგებს ხელფასი უკვე დაერიცხათ, თუმცა, როდის იქნება დანამატი - ესაა საინტერესო.

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მასწავლებლების სტატუსის დანამატი 5-დან 10 ოქტომბრამდე დაირიცხებოდა, მაგრამ etaloni.ge-მ ინფორმაცია განათლების სამინისტროსთან გადაამოწმა, სადაც გვიპასუხეს, რომ თანხა ანგარიშზე პედაგოგებს ამ თვის ბოლომდე, მიმდინარე კვირაში დაუჯდებათ.

„ამ კვირაში წამოვა თანხები და თვის ბოლომდე დაირიცხება“, - ასე უპასუხეს აქტუალურ კითხვას სამინისტროში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203