ქვემო ქედის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ცაბაურაშვილი 2021 წლის „დედოფლისწყაროს ეტალონი მოსწავლე“ გახდა
27-09-2021
24 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დედოფლისწყაროს დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2021 წლის „დედოფლისწყაროს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული ქვემო ქედის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე გიორგი ცაბაურაშვილმა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ სკოლა კიდევ ერთმა მოსწავლემ კობა ცაბაურაშვილმა ასახელა და კონკურსში მეექვსე ადგილი დაიკავა.

ქვემო ქედის საჯარო სკოლა გიორგი ცაბაურაშვილს ულოცავს ამ დიდ წარმატებას და მისალოც წერილს ავრცელებს:

„ჩვენი სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გიორგი ცაბაურაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2021 წლის  „დედოფლისწყაროს ეტალონი მოსწავლე“ გახდა. მისმა წარმატებამ გაახარა ოჯახი, სკოლა და მთელი სოფელი ვუსურვებთ გიორგის ყოველთვის და ყველგან ყველასათვის ეტალონი ყოფილიყოს“, - წერია სკოლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „დედოფლისწყაროს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა დედოფლისწყაროელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203