ქვემო კაპანახჩის საჯარო სკოლაში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა დაუშვეს
27-09-2021
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კაპანახჩის საჯარო სკოლაში, სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა დაეშვა.
27 სექტემბერი საქართველოს უახლესი ისტორიიდან ერთ-ერთი უმძიმესი დღეა.
აფხაზეთის ომი 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. იგი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, სოხუმი 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა. შეიარაღებულ დაპირისპირებაში 30 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო 300 ათასზე მეტი დევნილად იქცა.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია