
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სკოლის დირექტორი ნატალია კეჭეხმაძე წერს, რომ აღნიშნული აქტივობა დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განხორციელდა. იგი მადლობას უხდის იმ კომპანიას, რომელმაც დეზინფექცია ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ ეს მომსახურება საჩუქრად სპორტული ინვენტარის შეძენას მოჰყვა.
„ასე აღგვინიშნა მსოფლიო დასუფთავების დღე და სიურპრიზად მთელს სკოლაში ჩაგვიტარა სადეზინფექციო სამუშაოები. ეს მომსახურება კი საჩუქრად მოჰყვა სპორტული ინვენტარის შეძენას. მადლობა!“,- წერს ნატალია კეჭახმაძე.
იხილეთ ფოტო: