დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბლოგერების კონკურსში I ადგილი დაიკავეს
27-09-2021

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცხადებულ კონკურსში I ადგილი დაიკავეს.

ბლოგერების კონკურსის გამარჯვებულები - ლუკა ურუმაშვილი, ლიკა სიმონიშვილი და მათე გავაშელი გახდნენ. მოსწავლეებს ჯილდოდ ვაუჩერი და დიპლომები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ ბავშვების გამარჯვებაში დიდი წვლილი სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს, მარიამ ბერიას მიუძღვის.

„ბლოგერების კონკურსის გამარჯვებულ მოსწავლეებს: ლუკა ურუმაშვილს, ლიკა სიმონიშვილს, მათე გავაშელს 500 ლარიანი ვაუჩერი და დიპლომები გადაეცათ. მათ ღირსეულად დაიკავეს I ადგილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში. წარმატებული მოსწავლეების მიღწევებში დიდი წვლილი მიუძღვის მარიამ ბერიას - ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს. სკოლა ამაყობს მასწავლებლითა და მოსწავლეებით. კიდევ ბევრჯერ გვეზეიმოს მოსწავლეების მიღწევები“ - აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203