მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეების ორმა პროექტმა ეროვნული ხარისხის ნიშანი მოიპოვა
27-09-2021
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეების ორმა პროექტმა ეროვნული ხარისხის ნიშანი მოიპოვა.

სკოლა ულოცავს თავის მოსწავლეებს ამ წარმატებას და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.

„მოვიპოვეთ ეროვნული ხარისხის ნიშანი ორივე წარდგენილ პროექტში.  ვულოცავ ჩემს სკოლას და ჩემს არაჩვეულებრივ მოსწავლეებს გოგიტა ბარბაქაძეს, ლუკა კირკიტაძეს, მარიამ კორტინიკას, გოგი ჩალაძეს, სოფო გეგეშიძეს, ქეთევან გაბიტაშვილს, მარიამ ბოჭორიშვილს, ელო ბოჭორიშვილს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203