ბარდნალის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ალუდა ხაბულიანმა სტატუსი აიმაღლა
27-09-2021

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის პედაგოგმა ალუდა ხაბულიანმა მასწავლებელთა გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

ფიზიკური აღზრდის პედაგოგს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

სკოლა პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავს. 

„ჩვენი სკოლის ფიზიკური აღზრდის პედაგოგს, სპორტის დამსახურებულ მოღვაწეს, თავის საქმესა და ბავშვებზე უზომოდ შეყვარებულ კოლეგას ალუდა ხაბულიანს ვულოცავთ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღებას და კვლავაც წარმატებებს ვუსურვებთ მომავალი თაობის ჯანსაღი წესით აღზრდის საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, - აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203