აბიტურიენტებს ბოლო დღე აქვთ განაცხადის გასაკეთებლად - ინსტრუქცია თანხის დაბრუნებაზე
27-09-2021
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აპელაციისათვის გადახდილი საფასურის დაბრუნების თაობაზე აბიტურიენტთა განაცხადები 27 სექტემბრის 18:00 საათამდე მიიღება. განცხადებები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის გამოყენებით:  https://online1.naec.ge/oapp 
 
განაცხადით მომართვა შეუძლიათ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც:  

  • საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეეცვალათ შეფასება (მოემატათ ან დააკლდათ ქულა);
  • ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას  თანხა ზედმეტად გადაიხადეს;
  • სააპელაციო ვადის ამოწურვამდე არ წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი ან აღნიშნული ვადის გასვლამდე უარი თქვეს ნაშრომის გასაჩივრებაზე.
თანხა მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203