„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მასწავლებლებს“ - გამყრელიძე
26-09-2021

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების ფონზე, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლება შესაძლებელია, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია შესაბამისი რეგულაციების დაცვა და პირბადის ტარება. პედაგოგებისთვის, მთავარი რეკომენდაცია კვლავ ვაქცინაციაა.

„თანდათან, ქვეყანაში, ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენდამშვიდებისკენ მიდის. ბევრ რაიონსა და რეგიონში უკვე სიტუაცია ისეთია, რომ სწავლის დასწრებითი ფორმით დაწყება შეიძლება. დიდი პასუხისმგებლობისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მასწავლებლებს. იმისთვის რომ სკოლა იყოს უსაფრთხო, თავად ოჯახი უნდა იყოს უსაფრთხო და აცრილი“, - აცხადებს ამირა გამყრელიძე.

საქართველოს მასშტაბით, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში აღდგენა 4 ოქტომბერს იგეგმება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203