იგეგმება თუ არა მეორე უცხო ენის სწავლების გაუქმება?
29-01-2018

აპირებს თუ არა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მეორე უცხო ენის სწავლების გაუქმებას? - ამ კითხვით Etaloni.ge-ს არაერთმა მასწავლებელმა და მშობელმა მიმართა. საკითხის გასარკვევად სამინისტროს დავუკავშირდით. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ არის დაგეგმილი.

„მიმდინარეობს ეროვნულ სასწავლო გეგმაზე მუშაობა. მეორე უცხოური ენის გაუქმებას რაც შეეხება, ამ ეტაპზე არაფერი არ არის შეცვლილი. რაიმე ცვლილება თუ იქნება, საზოგადოებას ვაცნობებთ,“ - განმარტეს გაანთლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ორი უცხოური ენის სწავლებაა სავალდებულო.

პირველი უცხო ენა ინგლისური გახლავთ და იგი პირველი კლასიდან ისწავლება. რაც შეეხება მეორე უცხო ენას, შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა, რომელსაც სკოლა თავისი რესურსებისა და მშობელთა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით შესთავაზებს მოსწავლეებს. მეორე უცხო ენის სწავლება მეხუთე კლასიდან იწყება.

უცხოური ენების სწავლებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სიახლეს Etaloni.ge ოპერატიულ რეჟიმში მოგაწვდით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203