დედალაურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
24-09-2021
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ხონის მუნიციპალიტეტის დისტანციურ კონკურსში მონაწილეებს - ნიკოლოზ ბენიძეს, ირინა შვანგირაძეს, ანა ხაჭაპურიძეს, ბაჩო ხვიჩიას, ანა სულაბერიძეს, ქეთევან ხაბულიანს და გიგა უგულავას „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ, დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპში წარმატებული მონაწილეობისთვის კი ოქროს სიგელით დაჯილდოვდა ნიკოლოზი ბენიძე.
22 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხონელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ხონის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხონელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 68 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „ხონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი, დღეს, 24 სექტემბერს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია