„ფეხბედნიერი ყოფილიყოს თქვენი შემოსვლა სკოლაში“- ზემო წინსვლის საჯარო სკოლის დირექტორი ნატალია კეჭეხმაძე სპორტის პედაგოგს სკოლაში დაბრუნებას ულოცავს
24-09-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლის დირექტორი ნატალია კეჭეხმაძე სპორტის მასწავლებელ ემზარ შერვაშიძეს სკოლაში დაბრუნებას ულოცავს. 

დირექტორი იმედოვნებს, რომ მისი გადაწყვეტილება წარმატებული იქნება და ემზარ შერვაშიძეს ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას უსურვებს.

„ბატონო ემზარ შერვაშიძე გილოცავთ თქვენს მშობლიურ სკოლაში ისევ სპორტის მასწავლებლად დაბრუნებას!
ამბობენ, მამაკაცს მსუბუქი ფეხი აქვსო და ფეხბედნიერი ყოფილიყოს თქვენი შემოსვლა ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, დიდი პატივისცემით, მოწიწებით და წარმატებებს გისურვებთ პედაგოგიურ საქმიანობაში! მაქვს დიდი იმედი, რომ ჩემი ეს გადაწყვეტილება წარმატებული იქნება“,- წერს ზემო წინსვლის საჯარო სკოლის დირექტორი ნატალია კეჭეხმაძე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203