კუხის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ ოქროს სიგელებით დააჯილდოვა
24-09-2021
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.
სკოლიდან ხონის მუნიციპალიტეტის დისტანციურ კონკურსში 14 მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაც „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ. აქედან სამი მოსწავლე - გიორგი ვაჭარაძე (IX კლასი), ანი კაკაბაძე (X კლასი) და ლელა კაკაბაძე (XI კლასი) შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ და დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპში წარმატებული მონაწილეობისთვის ოქროს სიგელები დაიმსახურეს.
22 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხონელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ხონის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხონელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 68 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს ამ დროისთვის „ხონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის ეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი, დღეს, 24 სექტემბერს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს