ნაოხრების საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ
24-09-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაოხრების საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - მარიამ მარქარიანს, ლევონ ბაბოიანს, ანტონ ბაბოიანს და სერიოჟა მიქაელიანს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
23 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ახალციხელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია