მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - სალომე ზედგინიძემ და გიორგი ბარძიმაძემ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელები დაიმსახურეს
24-09-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - სალომე ზედგინიძემ და გიორგი ბარძიმაძემ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.
მოსწავლეებს ახალციხის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპში წარმატებული მონაწილეობისთვის ოქროს სიგელები გადაეცათ.
23 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ახალციხელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ახალციხელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 78 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „ახალციხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 24 სექტემბერს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია