ტყიბულის N1 სკოლა კურსდამთავრებულებმა წარჩინებით დაამთავრეს - სკოლას წელს ხუთი მედალოსანი ჰყავს
24-09-2021
ტყიბულის N1 საჯარო სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა სკოლა წარჩინებით დაასრულეს.

ოქროს მედლები დაიმსახურეს: ვლადი ბოჭორიშვილმა, მარიამ ბოჭორიშვილმა და ნინო ცნობილაძემ. ვერცხლის მედალოსნები გახდნენ - თეა ბუბაშვილი და ნანა გიორგობიანი.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

აღსანიშნავია, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, 2020-2021 სასწავლო წელს საშუალო საფეხური 140-მა მოსწავლემ დაძლია და სტუდენტი 84 კურსდამთავრებული გახდა. საჯარო სკოლა წარჩინებით დაამთავრა და მედალოსანი 21 მოსწავლე გახდა.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203