ცუცხვათის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულმა მარიამ ვარდოსანიძემ ოქროს მედალზე დაამთავრა
24-09-2021

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლა მარიამ ვარდოსანიძემ წარჩინებით, ოქროს მედალზე დაამთავრა. 

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

აღსანიშნავია, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, 2020-2021 სასწავლო წელს საშუალო საფეხური 140-მა მოსწავლემ დაძლია და სტუდენტი 84 კურსდამთავრებული გახდა. საჯარო სკოლა წარჩინებით დაამთავრა და მედალოსანი 21 მოსწავლე გახდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203