კურსების საჯარო სკოლას 2020-2021 სასწავლო წელს 4 მედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს
24-09-2021
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლის 2-მა კურსდამთავრებულმა ოქროს, ხოლო 2-მა ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

წარმატებული კურსდამთავრებულები არიან: 

  • გვანცა აფრიდონიძე - ოქრო;
  • დავითი კოსტავა - ვერცხლი;
  • კესო ჩიკვილაძე - ოქრო;
  • ანა ჩუბინიძე - ვერცხლი.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

აღსანიშნავია, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, 2020-2021 სასწავლო წელს საშუალო საფეხური 140-მა მოსწავლემ დაძლია. მათ შორის, უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა და სტუდენტი გახდა 84 კურსდამთავრებული. საჯარო სკოლა წარჩინებით დაამთავრა და მედალოსანი გახდა 21 კურსდამთავრებული.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203