მუხურის საჯარო სკოლას 2020-2021 სასწავლო წელს სამი მედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლის სამმა კურსდამთავრებულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. წარმატებული კურსდამთავრებულები არიან:
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
აღსანიშნავია, რომ 2020-2021 სასწავლო წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საშუალო საფეხური 140-მა მოსწავლემ დაძლია. მათ შორის, უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა და სტუდენტი გახდა 84 კურსდამთავრებული. საჯარო სკოლა წარჩინებით დაამთავრა და მედალოსანი გახდა 21 კურსდამთავრებული.