ბათუმის N18 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ
24-09-2021

ბათუმის N18 საჯარო სკოლა 2020-2021 სასწავლო წელს 59-მა კურსდამთავრებულმა დაამთავრა და მათგან 46 მოსწავლე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდა.

ახლა უკვე სტუდენტებმა: თამარ ჩხატარაშვილმა, ანა თავდგირიძემ, გია ლომსაძემ, ნიკა დავითაძემ, ევა ხუჯაძემ, ნინი გოგუაძემ და ლიკა ბოლქვაძემ 50%-იანი გრანტი მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ სკოლის თვითმართველობის ყოფილი თავჯდომარე სულიკო არჯევანიძე LCC International University-ში ჩაირიცხა, რომელიც ევროპაში ამერიკული ტიპის უნივერსიტეტია.

„2020-2021 სასწავლო წელს 59 კურსდამთავრებულიდან 46 სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდა და სულ მალე შეაღებენ სასურველი სასწავლებლების კარებს. 7 მათგანი - თამარ ჩხატარაშვილი, ანა თავდგირიძე, გია ლომსაძე, ნიკა დავითაძე, ევა ხუჯაძე, ნინი გოგუაძე და ლიკა ბოლქვაძე 50%-იანი გრანტის მფლობელი გახდა. სკოლის თვითმმართველობის ყოფილი თავმჯდომარე სულიკო არჯევანიძე კი ჩაირიცხა LCC International University-ში, რომელიც არის ამერიკული ტიპის უნივერსიტეტი ევროპაში. მან მოიპოვა 100%-იანი დაფინანსება „საერთაშორისო ურთიერთობებისა და განვითარების“ საბაკალავრო პროგრამაზე. გრანტის მოსაპოვებლად სულიკომ დისტანციურად ჩააბარა ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდა (Duolingo - C1), გაიარა 2 ინდივიდუალური გასაუბრება და უნივერსიტეტის შიდა გამოცდა (აკადემიური ესე). ის ასევე გრანტებით ჩაირიცხა ბულგარეთის ამერიკულ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს აწ უკვე პირველკურსელებს“, - აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203