ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის ეკოკლუბი დასუფთავების აქციაში ჩაერთო
24-09-2021
გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის ეკოკლუბი დასუფთავების აქციაში ჩაერთო. 

ეკოკლუბის წევრებმა სოფელ ნაგვაზაოს შიდა და ცენტრალური გზა, მოსაცდელი, მდინარე ნოღელასა და სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

ეკოკლუბის ლიდერი მარიამ კვანტალიანი გახლავთ. 

აქციის ერთ-ერთი მიზანი იყო გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203