„მიზანმიმართული ტრენინგები მასწავლებელს უნდა აძლევდეს საშუალებას აიმაღლოს ცოდნის დონე“ - ალგეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი აზადა მურადოვა
24-09-2021

მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება; რამდენად სწორად მიაჩნია აღნიშნული ცვლილება, არიან თუ არა მასწავლებლები სიახლეებისთვის მზად და რა მოლოდინები აქვს ახალი სასწავლო წლისგან, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი აზადა მურადოვა საუბრობს.

- რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ? რა სიახლეებით ხვდება თქვენი სკოლა ახალ სასწავლო წელს ?

- მიმდინარე სასწავლო წელს სკოლაში სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, ყველა მოსწავლე „თიმსით“ დისტანციური სწავლების პროცესშია ჩართული. ამ სასწავლო წლიდან უკეთეს შედეგებს ველოდებით.

- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით ?

- მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება, მატერიალური ჟურნალი გაუქმდა. ჩვენი სკოლის პედაგოგებს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სრული მზაობა აქვთ.

- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?

- ჩემი აზრით, მასწავლებლისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს. ჩვენს სკოლაში არინ ვაქცინირებული მასწავლებლები.

- ცნობილია, რომ დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურის და განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის საკმაოდ რთულად ასათვისებელი ფორმატია. რას ურჩევდით მოსწავლეებს და მათ ოჯახებს რომ ეს პროცესი უფრო მარტივი გახადონ ?

- პირველკლასელთათვის სწავლის გადაწევა ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო.

- როგორი შედეგები აჩვენეს თქვენი სკოლის მასწავლებლებმა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე და რას ფიქრობთ ზოგადად გამოცდებისა თუ ტრენინგების საჭიროებასა და ეფექტურობაზე ?

- რაც შეეხება გამოცდების საჭიროებას მე ვთვლი, რომ უნდა იყოს. მიზანმიმართული ტრენინგები კი მასწავლებელს უნდა აძლევდეს საშუალებას აიმაღლოს ცოდნის დონე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203