ზედა საქარის საჯარო სკოლას სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა
23-09-2021
ილია აბულაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლას სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა.
სკოლას საჭირო ინვენტარი საჩუქრად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადასცა. სკოლაში მალე ექიმის კაბინეტი დაიწყებს ფუნქციონირებას.
„ჩვენმა სკოლამ ახალი სამედიცინო ინვენტარი მიიღო. დიდი მადლობა განათლების სამინისტროს ზრუნვისთვის და ასეთი საჩუქრისთვის. უახლოეს მომავალში სკოლას ეყოლება ექიმი და ფუნქციონირებას დაიწყებს ექიმის კაბინეტი“, - აღნიშნულია ზედა საქარის საჯარო სკოლის განცხადებაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია