წყალტუბოს N4 საჯარო სკოლა წიგნზე უზომოდ შეყვარებულ მოსწავლეს გვაცნობს
23-09-2021
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლა თავის ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეს გვაცნობს. 

ელენე ლიპარტელიანი მეოთხეკლასის მოსწავლეა, მას ძალიან უყვარს წიგნების კითხვა და ინფორმაციას მის მიერ წაკითხული საინტერესო წიგნების შესახებ სხვებსაც აქტიურად უზიარებს.

აღსანიშნავია, რომ ელენემ გასულ წელს კონკურსში - „სხვა სამყარო ჩემი“, გაიმარჯვა. 

მისი კლასის ხელმძღვანელი პედაგოგი ხათუნა ქუთათელაძეა.

„წიგნის კითხვის წახალისებას ისახავდა მიზნად თავის დროზე ჩვენს სკოლაში კონკურსის: „სხვა სამყარო ჩემი“, ერთ-ერთი ნომინაცია „აქტიური მკითხველი“. ელენემ გასულ წელს გაიმარჯვა კონკურსში „სხვა სამყარო ჩემი“. იგი წელს მეოთხე კლასში გადავიდა, ისევ აქტიურად აგრძელებს  სკოლასთან კავშირს და ყოველთვის გვაცნობს თავის საყვარელ წიგნებს. ელენე კარგად სწავლობს, მღერის, ხატავს.
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ ხათუნა ქუთათელაძე, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის გოგონას განვითარებასა და აქტიურობაში. ჭკვიანი და აქტიური გოგონა ხშირად გვიგზავნის სხვადასხვა სახის ვიდეორგოლებს და დიდ სიამოვნებას გვანიჭებს. მადლობა მას, რომ ასე აქტიურად თანამშრომლობს სკოლასთან და უყვარს წიგნის კითხვა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203