ხელედის საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ
23-09-2021
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ლიზი ლიპარტელიანი, თამარ ბენდელიანი, საბა აფაქიძე, შალვა აფაქიძე და გუგა ჩანქსელიანი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.

22 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ლენტეხელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ლენტეხის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203