ფანაგის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ზურაბიანი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
23-09-2021
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანაგის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ზურაბიანი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
მოსწავლეს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელი გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ 22 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ლენტეხელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ლენტეხის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია