„ეტალონმა“ ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა
23-09-2021
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ნათია ლიპარტელიანი, ლუკა ლიპარტელიანი, მარიამ ზურაბიანი, სალომე ხაბულიანი, ვალერი პირველი და რიტა ხაბულიანი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ 22 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ლენტეხელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ლენტეხის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია