„დისტანციურ რეჟიმში სწავლა ძალიან ბევრ სირთულეს ქმნის ყველასთვის“ - ჩამდურის საჯარო სკოლის დირექტორი არუსიაკ პეტროსიანი
23-09-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის დირექტორის, არუსიაკ პეტროსიანის თქმით, დისტანციური სწავლება ბევრ სირთულეს ქმნის როგორც პედაგოგებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის. დირექტორი იმედოვნებს, რომ სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება.

„ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა განახლდეს სწავლება, ძალიან რთულია ბავშვებისთვის დისტანციურ რეჟიმში სწავლა, ძალიან ბევრ სირთულეს ქმნის ყველასთვის. პირისპირ როდესაც ტარდება გაკვეთილები, ეს სულ სხვაა, ამიტომ სწავლა აუცილებლად სკოლაში უნდა განახლდეს“, - ამბობს დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203