„სულ ცხრა მოსწავლე გვყავს და არაფერი გვიშლის ხელს, სწავლა სკოლაში გავაგრძელოთ“ - მიასნიკიანის საჯარო სკოლის დირექტორი მარგო ბალასანიანი
23-09-2021
ქვეყანაში გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში 15 სექტემბერს განახლდა. სავარაუდოდ, მოსწავლეები და პედაგოგები საკლასო ოთახებს 4 ოქტომბერს დაუბრუნდებიან, თუმცა იმ ფონზე, რომ ინფიცირებულ პირთა რაოდენობა კვლავ მაღალია, არსებობს საფრთხე, რომ სკოლაში უსაფრთხო გარემო სათანადოდ უზრუნველყოფილი ვერ იქნება; უნდა განახლდეს თუ არა 4 ოქტომბერს სკოლებში სწავლა? - ამ კითხვით etaloni.ge ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მიასნიკიანის საჯარო სკოლის დირექტორს მარგო ბალასანიანს დაუკავშირდა.

სკოლის ხელმძღვანელის თქმით მოსწავლეების მცირე რაოდენობის გამო სწავლის სკოლაში განახლება სავსებით შესაძლებელია და დისტანციას თავისუფლად დაიცავენ.

„ჩვენი სოფელი პატარაა და ეპიდსიტუაცია სტაბილურია. სულ ცხრა მოსწავლე გვყავს და არაფერი გვიშლის ხელს, რომ სწავლა სკოლაში გავარძელოთ. ვფიქრობ, აუცილებელია ჩვენთან სკოლაში განახლდეს სწავლა“, - აღნიშნავს დირექტორი მარგო ბალასანიანი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203