კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი და პედაგოგები საკლასო სივრცეში სწავლის განახლებისთვის მზად არიან
23-09-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი იმედოვნებს, რომ დისტანციური სწავლება მალე საკლასო ოთხებში გადაინაცვლებს და მოსწავლეებს პედაგოგები პირისპირ ასწავლიან.

 „დირექცია და პედაგოგები სრულიად მზად არიან სკოლაში დასაბრუნებლად და ძალიან უნდათ, რომ სწავლა 4 ოქტომბერს განახლდეს“, - აღნიშნავს გალია ირიციანი.

აღსანიშნავია, რომ 2021-2022 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყო, 4 ოქტომბერს კი სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელება იგეგმება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203