„აუცილებელია სკოლებში დავბრუნდეთ“ - ულაშლოს საჯარო სკოლის დირექტორი ახმედ გაჯიევი
ქვეყანაში გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში 15 სექტემბერს განახლდა. სავარაუდოდ, მოსწავლეები და პედაგოგები საკლასო ოთახებს 4 ოქტომბერს დაუბრუნდებიან, თუმცა იმ ფონზე, რომ ინფიცირებულ პირთა რაოდენობა კვლავ მაღალია, არსებობს საფრთხე, რომ სკოლაში უსაფრთხო გარემო სათანადოდ უზრუნველყოფილი ვერ იქნება; უნდა განახლდეს თუ არა 4 ოქტომბერს სკოლებში სწავლა? - ამ კითხვით etaloni.ge მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის დირექტორს ახმედ გაჯიევს დაუკავშირდა.სკოლის ხელმძღვანელის თქმით იმისთვის რომ ბავშვებმა განათლება მიიღონ საკლასო ოთახებში დაბრუნებება აუცილებელი პირობაა.
„აუცილებელი პირობაა სკოლებში დავბრუნდეთ, რადგან სხვა შემთხვევაში მოსწავლეები განათლებას ვერ მიიღებენ“, - აღნიშნავს დირექტორი ახმედ გაჯიევი.