„სკოლაში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად ყველაფერი გვაქვს უზრუნველყოფილი“ - ყულალისის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა ნერსესიანი
ქვეყანაში გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში 15 სექტემბერს განახლდა. სავარაუდოდ, მოსწავლეები და პედაგოგები საკლასო ოთახებს 4 ოქტომბერს დაუბრუნდებიან, თუმცა იმ ფონზე, რომ ინფიცირებულ პირთა რაოდენობა კვლავ მაღალია, არსებობს საფრთხე, რომ სკოლაში უსაფრთხო გარემო სათანადოდ უზრუნველყოფილი ვერ იქნება; უნდა განახლდეს თუ არა 4 ოქტომბერს სკოლებში სწავლა? - ამ კითხვით etaloni.ge ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულალისის საჯარო სკოლის დირექტორს ნათელა ნერსესიანს დაუკავშირდა.სკოლის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვისთვის სკოლაში უსაფრთხო გარემოა შექმნილი.
„სწავლის სკოლაში გასაგრძელებლად ჩვენ სრულიად მზად ვართ. სკოლაში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად ყველაფერი გვაქვს მომარაგებული და უზრუნველყოფილი. ჩვენი სურვილია საკლასო ოთახებს დავბრუნდეთ, თუმცა ეპიდსიტუაცია, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია“, - აღნიშნავს დირექტორი ნათელა ნერსესიანი.