ჩიხარეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები დაიმსახურეს
23-09-2021
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები - გიორგი გასვიანი, ლევან ჯანხოთელი, სალომე ბერიძე, თამთა ონიანი და მარიამ ონიანი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
22 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ლენტეხელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ლენტეხის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია