„სწავლის სკოლებში განახლება გვსურს და ვფიქრობთ, ჩვენი სკოლა ამისთვის მზად არის“ - პანტიანის საჯარო სკოლის დირექტორი მოვლუდ მამედოვი
ქვეყანაში გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში 15 სექტემბერს განახლდა. სავარაუდოდ, მოსწავლეები და პედაგოგები საკლასო ოთახებს 4 ოქტომბერს დაუბრუნდებიან, თუმცა იმ ფონზე, რომ ინფიცირებულ პირთა რაოდენობა კვლავ მაღალია, არსებობს საფრთხე, რომ სკოლაში უსაფრთხო გარემო სათანადოდ უზრუნველყოფილი ვერ იქნება; უნდა განახლდეს თუ არა 4 ოქტომბერს სკოლებში სწავლა? - ამ კითხვით etaloni.ge დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ პანტიანის საჯარო სკოლის დირექტორს მოვლუდ მამედოვს დაუკავშირდა.დირექტორის თქმით, სწავლის საკლასო ოთახებში განახლება აუცილებელია და სკოლა მოსწავლეების მისაღებად მზად არის.
„რა თქმა უნდა, სწავლის სკოლებში განახლება გვსურს და ვფიქრობ, პანტიანის საჯარო სკოლა ამისთვის მზად არის. რეგულაციების სრული დაცვით შევძლებთ მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის სკოლის კედლებში უსაფრთხო გარემო შევქმნათ“, - აღნიშნავს დირექტორი მოვლუდ მამედოვი.